რეზონანსი
24.11.2018

 ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ,  ერთ-ერთი ცხრასართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.

თავდაპირველად, მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა ხანძრის ჩაქრობას, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ადგილობრივები შემთხვევის ადგილს გაარიდა.

მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სამედიცინო ბრიგადა. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×