რეზონანსი
24.11.2018

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ვატო შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას შესახებ წერს.

"დიდხანს მოუწევთ ბიძა-დისშვილს ლოდინი, კიდევ დიდ ხანს და უსასრულოდ… დავალებებს კი გასცემენ რუსული უშიშროების გენერლები, მაგრამ აღსრულებაში ვინ ჰყავთ ნახეთ წინა ხაზზე. ბადრია შუბლაძე, ვიღაც გელაშვილი და ნებიერიძე, ელისო, მეგი(ს) გოცირიძე, ლევან ხაბეიშვილი, ზვიად კუპრავა, ნინუკა ბორჩხაძეც გაუცოცხლებიათ… სრულ პანიკაში არიან, ქოფაკი ვეღარ მუშაობს, ოქუაშვილი მეორეჯერ შეიყვანეს მდინარის ერთ წყალში… "მეზარბაზნედ" კაპიტანი გიგაური დააყენეს, ისეთ ტყუილებს ისვრის, იქვე ფეხებთან უფეთქდებათ…  ფირმა დამხმარეებშიც მეიკოჭლებენ ნამეტანი, სარიუშ-ვოლსკიღა შემორჩენიათ… დასრულდა ესე ამბავი, ვითარცა სიზმარი ღამისა ანუ ვერ მოგართვით რევანში!" – წერს შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×