რეზონანსი
23.11.2018

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძემ დიდუბის ეკლესიასთან იმყოფებოდა, სადაც მისი შვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

„იმდენი დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, რამდენიც თითქმის, ცხინვალის ომში დაიღუპა. 150 ბიჭი ქუჩაში დახვრიტა, დაყარა. ყველაზე დიდი ასაკი იცით, რამდენი იყო?! 25 წელი, არც ერთი კრიმინალი არ იყო და არც ერთი სასამართლო ბოლომდე არ არის მიყვანილი. ირინა ენუქიძის ძმა იყო მოსული, ჩვენ „ნაციონალებს“ თავი დავახრევინეთ და ხერხემალში გადავტეხეთ. ჩვენი ცოდვა მიეცათ იმათ, ვინც მათ თავი ააწევინა და დღეს ამდენს საუბრობენ. რაც დღეს აქ არის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. ასეთი ძალიან ბევრია“, – განაცხადა რობაქიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×