რეზონანსი
23.11.2018

 ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ ონში დაჭრილი ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელის საქმეზე დაკავებულ კახა ისაკაძეს პატიმრობა შეუფარდა. მან და კიდევ ერთმა პირმა ნასვამ მდგომარეობაში ღამით ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ბურდილაძეს თავს დაესხნენ, როცა მან სახლის წინ ხმაური გააპროტესტა. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×