რეზონანსი
23.11.2018

 ოზურგეთში ერთმანეთს "შავი სამყაროს" წარმომადგენები და "ნაციონალები" დაუპირისპირდნენ

დღეს, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილთან" ერთმანეთს "შავი სამყაროს" წარმომადგენები და "ნაციონალები" დაუპირისპირდნენ. საქმე გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრას ეხებოდა. როცა მუშები აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ ბილბორდზე გრიგოლ ვაშაძის ბანერს აკრავდნენ, იქ 10-მდე ე.წ. "ძველი ბიჭი" შეიკრიბა და მუშებს ბანერის გაკვრა აუკრძალეს.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ადგილზე სიტუაციის გასარკვევად გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ. დაწყებული კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, შემდეგ კი რამდენიმე ე.წ.  "ძველი ბიჭი" ვაშაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელს, დავით მჟავანაძეს დაესხა თავს.

საბოლოოდ მუშებმა ბანერის გაკვრა დაასრულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×