თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 55%-ზე მეტს მიიღებს. მისი თქმით, "ნაცმოძრაობაც" ხედავს, რომ არჩევნებში მარცხდება.
"არჩევნების დღე ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე მგონი გარემოც არის ისეთი, რომ იგრძნობა, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას კარგად ხედავს "ნაციონალური მოძრაობა". ვისმენთ და ვხედავთ, მათი ტელევიზიის საშუალებით რა გადაცემები მიდის, როგორ და რა სიტყვებით საუბრობენ. ამას ისმენენ ბავშვები, დიდები...
არსებობს რაღაც ზღვარი, მაგრამ ამ ადამიანებმა ყველა ზღვარს გადააბიჯეს, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს იმის გამო, რომ ხედავენ, არჩევნებში დამარცხდებიან. იმიტომ საუბრობენ რევოლუციურ გზებზე, გადატრიალებაზე, დამხობაზე და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, 55% -ზე მეტს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი აქტივობა იქნება და ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.