რეზონანსი
23.11.2018

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მან დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა. აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრში იუწყებიან. იურისტი მარიამ ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ პაპიძისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მიზეზი საქმის დაგვიანებული გაგზავნა აღმოჩნდა. 

საჩივარში, რომელიც პაპიძემ სტრასბურგში გაგზავნა, ის ასაბუთებდა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ჰქონდა ადგილი. მისივე განმარტებით, საქმის ძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, საქართველოში შეწყდა. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×