(რეზონანსი) ჩემთვის ეს დღე უმძიმესი დღეა, რადგან ჩემი შვილი სულ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო და აქ არის წარწერა, რომ აღარ არის. ის სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ დიდუბის ეკლესიასთან განაცხადა, სადაც მისი შვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
„იმდენი დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, რამდენიც თითქმის, ცხინვალის ომში დაიღუპა. 150 ბიჭი ქუჩაში დახვრიტა, დაყარა. ყველაზე დიდი ასაკი იცით, რამდენი იყო?! 25 წელი, არც ერთი კრიმინალი არ იყო და არც ერთი სასამართლო ბოლომდე არ არის მიყვანილი.
ირინა ენუქიძის ძმა იყო მოსული, ჩვენ „ნაციონალებს" თავი დავახრევინეთ და ხერხემალში გადავტეხეთ. ჩვენი ცოდვა მიეცათ იმათ, ვინც მათ თავი ააწევინა და დღეს ამდენს საუბრობენ. რაც დღეს აქ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. ასეთი ძალიან ბევრია", - განაცხადა რობაქიძემ.