(რეზონანსი) ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ნაცებისა" და სააკაშვილისთვის, ამ სადისტებისა და მანიაკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2003-2012 წლებში ქვეყანაში ძალადობა და ტერორი იყო. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა „ქართული ოცნების" დეპუტატებს აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ყველა უნდა გვესმოდეს, ვერავინ შეგვაშინებს, არასდროს არავის შეუშინებია ქართველი ხალხი, ტელევიიზიით არც სააკაშვილისა და სხვების ბაქიბუქის გვეშინია და არც დესტაბილიზაციაზე ლაპარაკის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, მშვიდობიანად გავიმარჯვებთ 28 ნოემბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით, აქცია „არა ნაციონალურ მოძრაობას" დღეს გაიმართა.