რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში მოკლულ მამაკაცს თვალები დათხრილი ჰქონდა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.

70 წლამდე მამაკაცს თავში გაურკვეველი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და კისერზე თოკი მობმული.

მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. მამაკაცი 3 დღის მოკლული იყო, როცა მწყემსა იპოვა. მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.

გარდაცვლილის ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×