რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) 15 წლის წინ ქართველმა ხალხმა ნამდვილი სასწაული მოახდინა - 15 წლის თავზე გვაქვს დიდი გამოწვევა, საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული, - ამ სიტყვებით ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და „ვარდების რევოლუცია" გაიხსენა.

„ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე დაუმარცხებელი იყო, რომ სისტემა იყო მუდმივი და ქვეყანას წარმატების მიღწევის და წინსვლის არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა. მაშინ ხალხმა ამ უიმედობას ხაზი გადაუსვა და ქვეყანა გაათავისუფლა. „ვარდების რევოლუციამ" საქართველო მყარად დააბრუნა მსოფლიო რუკაზე. საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, საქართველომ დაიწყო წინსვლა, ქართველებმა დაიწყეს ქვეყანაში დაბრუნება. უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. გაკეთდა ბევრი რამ. ახალი ქალაქები აშენდა. საქართველომ საკუთარი ძალა ირწმუნა.

ახლა, 15 წლის თავზე გვაქვს დიდი გამოწვევა. საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ შევარდანაძის ბევრი ძველი კადრი, ძველი სისტემა დაბრუნდა. ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×