რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა. ინიციატივა მოძრაობას „არა ნაციზმს" ეკუთვნის.

როგორც სახალხო მოძრაობის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება.

ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის თქმით, მისი სურვილი იყო, ბუტა რობაქიძისა და კიდევ სხვა მოკლული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი ყოფილიყო.

მემორიალის გახსნას მოძრაობის „არა ნაციზმს" წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ამასთან, მემორიალის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×