რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) თბილისის ქუჩებში "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მორიგი ბანერები გამოჩნდა. ინფორმაციას "2020NEWS" ავრცელებს.

ბანერებზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და "ნაციონალების" სხვა ლიდერების ფოტოებია გამოსახული შემდეგი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს - იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს - იღებ გვარამიას!", "ირჩევ ვაშაძეს - იღებ ადეიშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს - იღებ ვაშაძეს!" და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა მსგავსი ბანერები "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომლის დამკვეთიც ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

ცნობისთვის, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ამ ბანერებისთვის 50 ათასზე მეტი დახარჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×