რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) დღეს, კიუშუ ბაშოს მეცამეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა.

ტოჩინოშინის მეტოქე ნომერ მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა იყო, რომელსაც ამ ბაშოზე ბალანსი 6-6-ზე ჰქონდა.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 7:6-ზე გაუხდა. მას დარჩენილი 2 ბრძოლიდან 1-ში გამარჯვება სჭირდება, რათა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

ხვალ, ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველი ოძეკის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება.

რაც შეეხება გაგამარუს, მან დღეს ვაკამოტოჰარუ დაამარცხა და ბალანსი 5:2 გაუხდა, შესაბამისად მომდევნო ბაშოზე ის ჯურო ლიგაში იასპარეზებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×