რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) საშვილიშვილო პრობლემისგან საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქის გათავისუფლება - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის ინიციატივას საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ვალების განულების პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეების მიერ ვალების ხელახლა დაგროვებას.

"ახლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი - ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება- ვალების განულება და ვალების არდაგროვება.

აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის ვალების განულება ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან. ამასთან, პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არდაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კოვზანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×