რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) გიგი უგულავამ თავის გულში ჩაიხედოს, თავის გარემოცვაში თავადაც იცის, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა.

აბდალაძემ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.

"შენს სინდისზე იყოს გიგი, თქვენს ნამუსზე იყოს, გამოგიტანთ განაჩენს 28-ში ყველას აბსოლუტურად, ერთი ხროვა ხართ თქვენ. უნდა ივაჟკაცოთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოთ ეგ თვისება და თქვათ, რომ ამ ხალხთან მიმართებაში ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული.

გიგიმაც ძალიან კარგად იცის, ვაშაძემაც ძალიან კარგად იცის, დღეს რომ ამბობს აბდალაძეს არ ვიცნობო. თქვენს გულებში ჩაიხედეთ, თქვენს სინდისზე და ნამუსზე იყოს, თუმცა არ გაგაჩნიათ ეგ, თორემ კაცობა, სინდისი და ნამუსი რომ გქონდეთ, გამოხვიდოდით და ბოდიშს მოგვიხდიდით", - განაცხადა აბდალაძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×