რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს.

"აიპიენის" ინფორმაციით, ტაძარში მსახურებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თავის ვაჟთან ერთად იმყოფება.

სადღესასწაულო წირვაზე დილიდან იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

ტაძარში მალე ქადაგება დაიწყება და მრევლს პატრიარქი მიმართავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×