(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში აღარ მივა. გიორგი გახარიას მისვლას პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" ითხოვდა.
"არ მოდიან, ფაქტია. გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ მწვავე კითხვებს, იმიტომ რომ ბატონი გახარია დაკავებულია ზუგდიდში საარჩევნო საქმიანობით, რომელიც დიდი ალბათობით არის უკანონო", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.
გიორგი გახარია, რომ პარლამენტში ამ კვირის ბოლოს მივიდოდა, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები მისვლის თარიღთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს.