რეზონანსი
23.11.2018

 (რეზონანსი) გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ. "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გუშინ გავრცელდა.

"ამდენი ბავშვობაში ცირკშიც კი არ მიცინია. არ ვიცი, ვინ ამონტაჟებს ამას. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ სპეციალური კურსები არსებობს ამის მონტაჟის. ჩაეწერეთ სამი თვით, რომ ქართველები არ დახოცოთ სიცილით", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსემნებთ, რომ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua გუშინ აუდიოჩანაწერი, სახელწოდებით "სააკაშვილის ახალი რევოლუცია" გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია.

აუდიო ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ასევე უცნობია, არის თუ არა დამონტაჟებული, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური პარტნიორებით უკმაყოფილოა, რადგან მათ რევოლუციური განწყობა არ აქვთ, რის გამოც პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც მას სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×