რეზონანსი
23.11.2018

 რესტორან "მეიდანთან" ახლოს, რიგის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, პრეზიდენტის სიძის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას ძმაა. დაჭრილები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. მათი მდგომარეობის შესახებ არც ექიმები და არც ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.

“კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა უკვე ცნობილია და იგი სავარაუდოდ გვარად აგლაძეა, თუმცა დაკავებული არ არის.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×