"დაცვის მხარე დღევანდელ დღემდე საუბრობდა, თითქოს მალხაზ კობაური იმპოტენტია და არ შეუძლია სქესობრივი კავშირის დამყარება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი სპერმა არის უამრავ საგანზე აღმოჩენილი", – ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მალხაზ კობაური შემთხვევამდე პორნოგრაფიულ საიტებს ათვალიერებდა.
“გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, მალხაზ კობაურმა დაათვალიერა პორნოგრაფიული ხასიათის საიტები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ინტერესს, აღნიშნული კუთხით.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მრავალად არის აღმოჩენილი ლორა ჯოი სმიტის გვამზე სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილია მალხაზ კობაურის სპერმა. კობაურის სპერმა აღმოჩენილია, როგორც ლორა ჯოი სმიტის საცვალზე, ასევე მოკლე შორტზე, რომელიც მას მომხდარი ფაქტის დროს ეცვა, ასევე კობაურის საცვალზეც. ეს კიდევ ერთხელ მიუთიუთებს იმ ფაქტზე, რომ იმ დღეს ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, კერძოდ, გაუპატიურებას”, – აცხადებს "აიპიენთან" პროკურორი.