რეზონანსი
23.11.2018

 ცოტა ხნის წინ ზუგდიდში გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილ უფროსს ბაკურ გულუას ესროლეს. გულუას ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, დაჭრილი მამაკაცი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში კვლევის სტადიაშია.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×