რეზონანსი
22.11.2018

ონში დაჭრილი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ოპერაციის შემდეგ, პაციენტი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. 

ოპერაცია თერჯოლის საავადმყოფოში 7 საათს მიმდინარეობდა და მასში სამი სამედიცინო ბრიგადა მონაწილეობდა.

თავდასხმა ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე გუშინ ღამით მოხდა. ნოდარ ბურდილაძე საკუთარ სახლთან 2 ნასვამმა ადამიანმა დაჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×