რეზონანსი
22.11.2018

 „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ  დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თუ რატომ განაცხადა და რატომ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია “რუსთავი 2″-ზე მიუსვლელობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა.

„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხდებოდა პირადად სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა. ოჯახის წევრებზე გადავიდნენ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ხდებოდა კონკრეტულად ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის პროცესში. უამრავი მაგალითი და ფაქტები შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით. მესმის მისი დამოკიდებულება და განწყობა კონკრეტულად ამ ტელევიზიასთან მიმართებაში. 

მიუხედავად ამისა ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვიყავით მივსულიყავით. მაგრამ შეეშინდათ პარტია მისულიყო “რუსთავი 2”-ზე იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში ჩავაყენეთ 2016 წელს, 2017 წელსაც და იგივე განმეორდებოდა ახლაც“, – განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×