რეზონანსი
22.11.2018

 წყალდიდობის შედეგად ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. განსაკუთრებით დიდი ზიანი ამ მხრივ ნალექმა დემეტრე თავდადებულის მაცხოვრებლებს შეუქმნა.

დაზარალებულების განცხადებით მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა. "რა უბედურებაა წელს უკვე მესამე შემთხვევაა" - ამბობენ ისინი. ოჯახებს წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანა. მოსახლეობა საცხოვრებლების დატბორვის მიზეზად მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს ასახელებს. 

მძიმე ტექნიკა ამ დრომდე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოებს ახორციელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, მოგვიანებით კი მოხდება ზარალის ანაზღაურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×