რეზონანსი
22.11.2018

 ტელეკომპანია "იმედი" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს,  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის.

"იმედის" იურისტის, ანდრო ლაშხის თქმით,  ბიზნესმენს "რუსთავი 2"-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს. კერძოდ, მისი განცხადებით, თითქოს არსებობდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას "ომეგას" პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, "იმედის" ეთერში უნდა წაეკითხა. 

შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2“-ის თოქშოუ "კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ტექსტის წაკითხვა სთხოვა, სადაც ეწერა, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×