რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) "გაერთიანებული ოპოზიციის" პოლიტიკური სუბიექტის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებლი, მამუკა გამყრელიძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, ფეისბუქზე ვაშაძის შვილის, ნოდარ ვაშაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის შშმ პირია, ეხმაურება.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ნოდარ ვაშაძეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

"არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!",- წერს მამუკა გამყრელიძე.

სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა, გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ერთ-ერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×