რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) ლევანს ბერძენიშვილს დიდ პატივს¬ ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს.

"ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონ სალომეს. შემრცხვა¬ მათ მაგივრად, ვინც ქართული დაუწუნა. მერე რა, რომ ლევან ბერძენიშვილივით მჭევრმეტყველი არ არის. ბატონ ლევანს დიდ პატივს¬ ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა.

ამას წინათ, დილაუთენია, მირე¬კავს ქალბატონი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშ¬აძემ თქვა, თეატრები დოტაც¬იაზე არ უნდა იყოს, თავი თვითონ¬ შეინახონო. თუ მართლა ასე ამბობს,¬ დეგენერატი ყოფ¬ილა-მეთქი. ამან კი არ დაწერა¬ პირდაპირ?¬ ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატ¬რში?!

ფეხბურთელ¬ებს რატომ ვაძლევთ ფულს, მაინც ცუდად თამაშობენო, ამბობს კაცი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია. როგორ შეიძლება იყო იმ პარტიის გულშემატკივარი,¬ რომელსაც ასეთი კაცი ჰყავს კანდიდატად. "ნაცმოძრაობის" ადგილას¬ საერთოდ არ გამო¬ვჩნდებოდი¬. ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას! საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად", - ამბობს ყიფშიძე "კვირის პალიტრასთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×