რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც ადიგენიდან თბილისში თირკმლის უკმარისობით პაციენტი გადაჰყავდა, ახალციხეში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად კატასტროფის მანქანაში მყოფი ექიმი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთ კარიბჭე" ავრცელებს.

ადიგენიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მანქანა ქალაქის გასასვლელში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ "მერსედესს" შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მიზეზი მანქანების გადაჭარბებული სიჩქარე იყო, რის გამოც "მერსედესის" მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

კატასტროფის მანქანაში მყოფი პაციენტის თბილისში გადასაყვანად შემთხვევის ადგილზე მეორე მანქანა მივიდა. დაშავებული ექიმი კი ამბობს, რომ შეჯახების დროს მხოლოდ შუბლი დაარტყა და საკუთარ თავს პირველადი დახმარება თავად აღმოუჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×