რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მან დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა.

როგორც უფლებადამცველი მარიამ ზაქარეიშვილი განმარტავს, პაპიძისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მიზეზი საქმის დაგვიანებული გაგზავნა აღმოჩნდა.

საჩივარში, რომელიც პაპიძემ სტრასბურგში გაგზავნა, ის ასაბუთებდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ჰქონდა ადგილი.

მისივე განმარტებით, საქმის ძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, საქართველოში შეწყდა.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×