რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) პი­კის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უკვე მეტ­რო­თიც შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. რო­გორც ჩანს გა­უ­საძ­ლი­სი სა­ცო­ბე­ბის გამო მგზავ­რე­ბი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით და ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რო­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და მი­წის­ქვეშ ჩას­ვლას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. ამი­ტომ, მა­ტა­რებ­ლებს შო­რის 3-წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლიც კი აღარ არის საკ­მა­რი­სი, რომ მეტ­რომ მგზავ­რე­ბი და­ი­ტი­ოს.

"გა­და­ვა­მოწ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბის გვერ­დზე, სა­დაც შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია შე­ფე­რე­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა­ი­მე ხარ­ვე­ზი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ალ­ბათ, მოხ­და ის რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი ჩა­ვი­და. არის ხოლ­მე პე­რი­ო­დი, პი­კის სა­ა­თებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი ხალ­ხი მი­ა­წყდე­ბა მეტ­როს. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვით, რომ მგზავ­რთა ნა­კა­დი მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი. იცით რომ პი­კის სა­ა­თებ­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის მოს­ვლის ინ­ტერ­ვა­ლი 3 წუ­თამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი - და­მა­ტე­ბი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და და ისი­ნი უკვე მუ­შა­ო­ბენ ხაზ­ზე" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×