(რეზონანსი) გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემის "კვირის აქცენტები"-ს წამყვანმა და არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ როგორც თავად აღნიშნა, ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლისა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც თითქოს ელიზბარაშვილის მეუღლე ჟურნალისტს წერს, რომ ბიზნესმენები "ქართუში" დაიბარეს და გაორმაგებული "ხარკის" გადახდა მოსთხოვეს.
აღნიშნული თავად თამაზ ელიზბარაშვილის გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია უარყო.
"გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი-2 ზე", "კვირის აქცენტებში" ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
მე არავის დავუბარებივარ რაიმე თანხის, ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ", - წერს თამაზ ელიზბარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.