რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა- შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზისტის" მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ფოტო არ შეესაბამება რეალობას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×