რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ საახალწლო ნაძვის ხეს პარლამენტის შენობის წინ განათავსებენ.

აღსანიშვავია, რომ სარალიძე რუსთაველზე შვილის მვლელობის ობიექტურად გამნოძიების მოთხოვნით აქციებს მართავს.

"არაფერში არ მიშლის ხელს ნაძვის ხე და არ ვაპირებდით მისთვის ხელი შეგვეშალა. პირიქით, უკეთესი იქნებოდა თუ იქ დაიდგმებოდა, ბავშვები მოვიდოდნენ იქ და ვეცდებოდით, რომ ჩავრთულიყავით ამ ღონისძიებაში, რომ ბავშვები გაგვერთო. არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ამას ჩვენთვის "- ამბობს სარალიძე.

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა, თბილისის მთავარ ნაძვის ხეს ადგილი შეუცვალონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×