რეზონანსი
22.11.2018

 ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, ვატო შაქარიშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აკრიტიკებს. შაქარაშვილი გვარამიას ქოფაკი ძაღლივით დაბმას ითხოვს.

"დააბით ქოფაკი გვარამია! გადაუღეთ სურათი, რომ დაბმულია და ვნახოთ მერე, იქნებ მოვიდეს კიდეც სალომე ზურაბიშვილი თქვენს ეთერში", - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავის 2"-ს შეთავაზებაზე, საარჩევნო პრეზენტაცია გაეკეთებინა პრეზიდენტობის კანდიდატს თავის გუნდთან ერთად აღნიშნული არხის ეთერში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბმა შემდეგი პასუხი გასცა:

"პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იღებს "რუსთავი 2"-ის შემოთავაზებას, რომლითაც ტელეკომპანია ეთერს პრეზენტაციისთვის გვთავაზობს. თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ტელეკომპანიაში, რომელიც ცრუ ბრალდებებით, აგრესიით, სიძულვილის ენით, პერსონალური შეურაცხყოფით და მიზანმიმართული ცილისწამებით ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არანაირ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. მაგრამ, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, "რუსთავი 2" კი ალტერნატიული აზრისა და სიმართლისთვის ჩაკეტილია, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი გუნდი ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ამ ტელეკომპანიის მაყურებლამდეც მივიტანოთ სიმართლე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო შტაბის და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები მზად არიან შემოთავაზებულ ფორმატში უპასუხონ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას".

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საპასუხოდ, "რუსთავი 2"-მა საერთოდ უარი თქვა პრეზენტაციაზე.

 

2020news.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×