რეზონანსი
22.11.2018

 სალომე ზურაბიშვილი სასამართლოში ფოტოგრაფების საქმეზე დასასწრებად მივიდა. ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მან საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძემ ის გაწირა.

„ყველა თანამშრომელი, ვინც საგარეოში იყო, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. დღეს ის უარყოფს რომ მიცნობს. ვაჟკაცობა არ იყო, რომ ეღიარებინა. მაიძულეს, მეღიარებინა ის სისულელე. დღეს სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი. ვაშაძე კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, მე ხმას არ ამოვიღებდი. მას რომ ეღიარებინა, რომ უდანაშაულოები ვიყავით, ხმას არ ამოვიღებდი. მადლობა სალომე თქვენ, რომ მოხვედით. მართლაც არ ველოდებოდი.

მე გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს, რომ გამწირა და გამიშვა ციხეში, სადაც გავიარე ჯოჯოხეთი. შეეკითხეთ ვაშაძეს, სააკაშვილს, რა სახის დოკუმენტაცია წავიღე? ეს არის ბრალდება, თითქოს რაღაც ავიღე, მივეცი ქურციკიძეს. ცხრა გრიფი ედო საქმეს“, – განაცხადა აბდალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×