ჟურნალისტი ბაკურ ბაკურაძე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებას, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით სკანდალურად ეხმაურება.
"გუშინ რომ გამოლაგდა სამი რობოტი და ტლიკინებდა ყალბი პირადობის მოწმობების "შესაძლო" ბეჭდვაზე და არჩევნების "შესაძლო" გაყალბების "მცდელობაზე"!
აი, ახლა ყურადღებით მომისმინეთ!
სამი დედაკაცი რომ გამოეთრევით და ტლიკინებთ "შესაძლოებით", ან მტკიცებულებები მოიტანეთ და მიმართეთ საგამოძიებო სტრუქტურებს შესაბამისი საჩივრით და მოითხოვეთ დამნაშავეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ან თქვენს დაპროგრამებულ და შეფარულ ტექსტებში სიტყვები "შესაძლო", "სავარაუდო", "საეჭვო" მოხსენით და პირდაპირ დაადანაშაულეთ ვინმე, თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ და არ გეშინიათ, რომ ცილისწამების გამო თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება!
თეორიულად, თქვენ გუშინდელი განცხადებით, მხარი დაუჭირეთ ქვეყანაში არეულობასა და სისხლისღვრას!
იმის ღირსები ხართ, ვისი "ქოლგაც არ უნდა გფარავდეთ", რომ სწორედ ის ქოლგა გაგიკეთონ უკან ამის გამო!”, – წერს ბაკურაძე.