ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, საღმოს
შეიყვანეს მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობით.
"დაზიანებული იყო ნაწლავები, ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე",- აღნიშნა ორჟონიამ.
ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში გადაჭრილი თოფით დაჭრეს. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.