რეზონანსი
22.11.2018

 უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურის ფონზე, კრუნჩხვები განუვითარდა. ბავშვის მშობელი მეგობრობის გამზირზე, ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, ფაქტს სამართალდამცველები შეესწრნენ. პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მცირეწლოვანი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცირეწლოვანს დროულად გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

"როგორც ირკვევა გოგონას ბინაზე, მაღალი ტემპერატურის ფონზე განუვითარდა კრუნჩხვითი განტვირთვა, მშობლებმა დახმარებისთვის გამოიყვანეს გარეთ, რასაც შეესწრო რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟი, ბავშვი სასწრაფოდ გადმოიყვანეს ჩვენთან. მცირეწლოვანს გაეწია სათანადო დახმარება და გამოვიდა მდგომარეობიდან", - განაცხადა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×