რეზონანსი
21.11.2018

 გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი აცხადებს, რომ ახალი კლიპი სახელწდოებით "4 და 8, 4 და 8 – თუ არადა გაგერღვა!"საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გააკეთა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მისი განწყობა არ შეცვლილა, უბრალოდ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წინა ხელისუფლების მობრუნება ქვეყნის სათავეში. 

"არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისეთივე განწყობა მაქვს ამ მთავრობის მიმართ, როგორც მქონდა. უბრალოდ, იმათი მოტრიალება არ შეიძლება. ეს არის აბსოლუტური კრახი ქვეყნისთვის და ამიტომ ამ ეტაპზე შეგნებულად ვუჭერ მხარს 48 ნომერს. იყოს ჩემი მხრიდან ბოლო შანსი, რომელიც მათ მივეცი, რაღაც გამოსწორდება და გამოასწორებენ. ამას მე ახალ კლიპშიც ვიძახი, თბილისმა იცის თავის ტაქტიკა.

პირველ ტურში სალომემ ვერ გაიმარჯვა და ეს იყო განაწყენებული ხალხის ბრალი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ"გაანაწყენა. ხალხი აუცილებლად მივა მეორე ტურზე და იმიტომ, რომ არ დაუშვან ნაციონალური მოძრაობისუკან მობრუნება", - აღნიშნა "პრიმტაიმთან" უცნობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×