რეზონანსი
21.11.2018

18 ნო­ემ­ბერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ სპე­ცი­ა­ლისტს "რუს­თა­ვის 2"-ის ეთერ­ში "ებ­რა­ე­ლი აფე­რის­ტი" უწო­და. "ვი­ღაც ებ­რა­ელ აფე­რისტს მო­შეს მის­ცეს მი­ლი­ონ ორა­სი ათას­ზე მეტი, რომ ეს ბილ­ბორ­დე­ბი და­ამ­ზა­დოს და­ჯღა­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­მო­ფი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და „რუს­თა­ვის 2-ის“ ეთერ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო მაშ­ტა­ბით სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რია. უმუ­შა­ვია ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა იტა­ლია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, რუ­მი­ნე­თი; ამ უკა­ნას­კნელ­ში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით.

ის­რა­ელ­ში, კლუ­გ­ჰაფ­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის-ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2%-იანი ცნო­ბა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 12 მან­და­ტით შეს­ძლო ქნე­სეტ­ში მოხ­ვედ­რა.  მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი პრეს­ტი­ჟულ­მა ფი­ნან­სურ­მა გა­მო­ცე­მამ Globes-მა აღი­ა­რა, რო­გორც ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან სტრა­ტე­გი­ულ ექ­სპერ­ტად. ხოლო ფორბსმა ის ის­რა­ე­ლის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის ში­მონ პე­რე­სის უკა­ნას­კნე­ლი კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×