რეზონანსი
21.11.2018

 ვიდეოტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა ,,სთორში” თავისი ცხოვრების ეპიზოდებზე გულახდილად ისაუბრა.

"ირაკლისთან ოჯახის ნგრევამ ისე შემცვალა, ვისაც სამი წელი არ ვუნახივარ, ვერც მიცნობს – ინტერესები, დღის წესრიგი, თემები… საერთოდ სხვა ადამიანი ვარ…

ჩემი და ირაკლის ორწლიანი ურთიერთობა იყო ხეიბარი, ჩვენ მხოლოდ თანამებრძოლები ვიყავით. მე ვიყავი ხმლიანი ქალი და ვიცავდი ირაკლის ოჯახის ღირსებას, ირაკლის ღირსებას. სასაუბრო თემაც კი აღარ გაგვაჩნდა. მე დავკარგე ჩემი თავი. ამ ურთიერთობაში ირაკლის არც ერთხელ დაუკარგავს თავი, მე დავკარგე ჩემი თავი, ფორმები… მე დავუშვი მთავარი შეცდომა, როგოც ქალი მოვეშვი, კაცი არ უნდა გახდე ურთიერთობაში, ყველაფრით კაცი ვიყავი…

მითხრა ირაკლიმ, რომ მას აქვს კრიზისი, რომ ძალიან ცუდად არის, დეპრესია აქვს და უნდოდა მარტო ყოფილიყო. მე ჩავალაგე ჩემოდანი, გამაცილა აერპორტში და ჩავჯექი თვითმფრინავში… აღარ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ყველგან დამბლოკა, არ მინდა, რომ გხედავდეო… შევეშვით ერთმანეთს…"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×