რეზონანსი
21.11.2018

 (რეზონანსი) სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გალფი ავტოგასამართ სადგურებზე სპეციალურ ადგილებს მოაწყობს, სადაც მიუსაფარ ძაღლებს შეიფარებს და მათზე იზრუნებს. პირველ ეტაპზე 22 ძაღლისთვის მოეწყობა სივრცეები, რომელთა შორის დედა და ცხრა ლეკვია. მომავალში მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება.

კამპანიის ფარგლებში თითოეული ძაღლი აიცრება და ჩაუტარდება ყველანაირი საჭირო ვეტერინარული მომსახურება.

თითოეული ძაღლისთვის ზამთრის პირობების შესაბამისი სახლი დამზადდება, რომლებიც პირველ ეტაპზე ექვსი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×