რეზონანსი
21.11.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, 14 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×