რეზონანსი
21.11.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილის შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ხუხაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები და კამპანია სერიოზული საკითხია და არა „ოჯახური ბიზნესი".

„არ ვიცი, ეს რა პოზიციაა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი, აბსოლუტურ მოუკრეფავში გადადის. სალოზე ზურაბიშვილს თვითკონტროლის დიდი შესაძლებლობები მაინცდამაინც რომ არ ჰქონდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა შვილმა, მგონი, გადააჭარბა. ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია. კი, დავაკნინეთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ცუდი ფორმა მივეცით, მაგრამ ეს რა უბედურებაა?! ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი. ეს არათუ ალოგიკურია, არამედ პირდაპირ ტრაგიკომიკურია, რაც ვნახე. ბარემ პირდაპირ ელიავას ბაზრობაზე გამართონ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×