(რეზონანსი) საინტერესოა სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეს ეხება და რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება მისგან შორსაა და ის ამ საქმეში გარეული არ არის.
„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება.
მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.