რეზონანსი
21.11.2018

 (რეზონანსი) პუ­ტი­ნის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის გამო, რო­მელ­შიც 14 წლის გო­გო­ნა დე­დის და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე წერ­და პრე­ზი­დენტს, ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ზარ­დი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 19 ნო­ემ­ბერს რუ­სეთ­ში, სმო­ლენ­სკის ოლ­ქის ქა­ლაქ სა­ფო­ნო­ვო­ში მოხ­და.14 წლის ნა­ტა­შამ, რომ­ლის დე­დაც სა­ფო­ნო­ვოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ნიტ­რად მუ­შა­ობს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ დე­და­მისს ძა­ლი­ან ცო­ტას უხ­დი­ან, თა­ვად კი ჯან­მრთე­ლო­ბის, კერ­ძოდ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მკურ­ნა­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა ქვეყ­ნის ლი­დერს...

რო­გორც რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი სმო­ლენ­სკის ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, წე­რი­ლის შემ­დეგ, გო­გო­ნას დედა სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ი­ბა­რა და "შვი­ლის თავ­ხე­დუ­რი საქ­ცი­ე­ლის გამო" მკაც­რი საყ­ვე­დუ­რი უთხრა.

"სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა, შვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, რა­მაც მო­ზარ­დის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა კიდე უფრო და­ამ­ძი­მა..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა smolnarod.ru.

ნა­ტა­შა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს დე­დის ხელ­ფა­სის გარ­და, მის სკო­ლა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც წერ­და. ასე­ვე, იმა­ზეც, რომ მას თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბის, ცუდი მხედ­ვე­ლო­ბის გამო, კლა­სე­ლე­ბი სი­ცო­ცხლეს უწამ­ლავ­დნენ - დას­ცი­ნოდ­ნენ და "ციკ­ლოპს" ეძახ­დნენ. ის კი, თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მკურ­ნა­ლო­ბას ვერ ახერ­ხებ­და.რო­გორც ჩანს, მას­ზე ძა­ლა­დო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, რად­გან ჯერ კი­დევ 2015 წელს, გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის კე­დელ­ზე წერ­და, რომ მარ­ტო­სუ­ლი იყო.

"რა­ტომ ხართ ყვე­ლა­ნი ასე­თი სას­ტი­კე­ბი?!"; "ყო­ველ­დღე ვე­კი­თხე­ბი ჩემს თავს - ვინ­მეს ვჭირ­დე­ბი, ოდ­ნავ მა­ინც ვინ­მეს­თვის რა­მეს წარ­მო­ვად­გენ?! ნუ­რა­ვის და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ ჩემს სიკ­ვდილ­ში, ეს მე თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე..." - წერ­და მო­ზარ­დი, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვია.

19 ნო­ემ­ბერს გო­გო­ნა სა­დარ­ბა­ზო­ში ჩა­მომ­ხვრჩა­ლი იპოვ­ნეს... მას თან ჰქონ­და წე­რი­ლი, სა­დაც წერ­და, რომ ის არა­ვის ჭირ­დე­ბა და მის სი­ცო­ცხლეს აზრი არ აქვს.

მომ­ხდარ ფაქტს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. ისი­ნი რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს, ასე­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დე­ბენ.

 

 

"Ambebi.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×