რეზონანსი
21.11.2018

 ხობის რაიონში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთი წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი 66 წლის ქალია. მას სხეულის 85% დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებოდა. 1 დღით ადრე კი იმავე დამწვრობის ცენტრში 67 წის მამაკაცი გარდაიცვალა.

სტაციონარში ამ დროისთვის ჭითანავების ოჯახის კიდევ სამი წევრი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. დაშავებულებიდან ერთ-ერთი 9 წლის გოგონაა. მათ სხეულის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობასთან ერთად, სასუნთქი გზების დაზიანება და თერმული შოკი აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას დამწვობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×