რეზონანსი
21.11.2018

 ბაღდათში, სოფელ ობჩაში ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცი ჭას წმენდდა, რა დროსაც კედლები ჩამოიშალა და 45 წლამდე მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოყვა. სამაშველო ოპერაცია დღის სამ საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

როგორც "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი იუწყება, სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს.

მისი ინფორმაციით, ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩატარდა ჭის კედლების გამაგრებითი სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×