რეზონანსი
21.11.2018

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

"ის გაფრთხილება და ცივი შხაპი რაც ამომრჩეველმა მისცა ქართულ ოცნებას ამან ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევრპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გაყალბების მცდეელობაც კი არ ყოფილა, უკაცრავად ამის თქმისთვის, პირადად მაქვს ნათქვამი, რომ ხელს მოვაჭრი ვინმემ რომ გაბედოს და თავში გაივლოს გაყალბება", - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×